ტესტი: სპირტები


სპირტები


    ინსტრუქცია
  1. სპირტები ურთიერთქმედებენ:
    მეტალებთან მარილების წარმოქმნით
    ტუტე მეტალებთან ალკოჰოლატების წარმოქმნით
    არამეტალებთან მჟავების წარმოქმნით
    ფუძეებთან მარილების წარმოქმნით
  2. მრავალატომიანი სპირტები ისეთი სპირტებია, რომლებიც:
    შეიცავენ 3 ჰიდროქსილის ჯგუფს
    შეიცავენ 3 კარბოქსილის ჯგუფს
    შეიცავენ 3 კარბონილის ჯგუფს
    შეიცავენ სპირტების მრავალ ატომს
  3. სპირტის მოლეკულები ასოცირებულ მდგომარეობაში არიან იმიტომ, რომ:
    მათი მოლეკულური მასა დიდია
    მათი მოლეკულები პოლარულია
    ჰიდროქსილის ჯგუფის წყალბადატომი მოძრავია
    მათ მოლეკულებს შორის არის წყალბადური ბმები
  4. CH3–CH2–CH(CH3)–CH2–OH ნაერთს სისტემატური ნომენკლატურით ეწოდება:
    2-მეთილბუტანოლი
    2-მეთილბუტანოლ-1
    3-მეთილბუტანოლ-4
    2-მეთილპროპანოლი
  5. სპირტების ზოგადი ფორმულაა:
    R-OH
    R –COH
    R –COOH
    R –COOR
  6. სპირტისა და კარბონმჟავას ურთიერთქმედების პროდუქტს ეწოდება:
    ალდეჰიდი
    ეთერი
    ესტერი
    კეტონი
  7. სპირტები ეწოდება ორგანულ ნაერთებს, რომლებშიც ნახშრწყალბადის რადიკალი დაკავშირებულია ფუნქციურ ჯგუფთან:
    – COH
    –COOH
    –OH
    -CO
  8. პირველად, მეორეულ და მესამეულ სპირტებს განასხვავებენ:
    -OH ჯგუფის რაოდენობით
    პირველადი, მეორეული და მესამეული ნახშირბადატომების არსებობით
    იმის, მიხედვით, თუ რომელ ნახშირბადთან არის დაკავშირებული -OH ჯგუფი
    ნახშირბადატომთა რიცხვის მიხედვით
  9. სპირტებს არ ახასიათებს:
    კლასთაშორის იზომერია
    ჰიდროქსილის ჯგუფის მდებარეობის იზომერია
    ჯაჭვის იზომერია
    სივრცითი იზომერია
  10. სპირტების დასახელებისას სიტყვა ,,სპირტს“ წინ უნდა მივუთითოთ შესაბამისი:
    ნაჯერი ნახშირწყალბადის სახელი
    უჯერი ნახშირწყალბადის სახელი
    ნახშირწყალბადის რადიკალის სახელი
    სპირტის სახელი
  11. სპირტების შიდამოლეკულური დეჰიდრატაციით
    ალდეჰიდები
    ალკენები
    კეტონები
    მარტივი ეთერები
  12. რომელი სპირტის დაჟანგვით უნდა მივიღოთ ძმრის ალდეჰიდი CH3-CO-H:
    პროპანოლ-1-ის
    ეთანოლის
    ბუტანოლ-1
    მეთანოლის
  13. სპირტები შეიძლება იყოს:
    მხოლოდ ერთატომიანი
    მხოლოდ ერთატომიანი და ორატომიანი
    მხოლოდ ერთატომიანი, ორატომიანი და სამატომიანი
    როგორც ერთატომიანი, ისე მრავალატომიანი
  14. მეორეული სპირტის დაჟანგვისას მიიღება:
    ალდეჰიდები
    კარბონმჟავები
    კეტონები
    ეთერები
  15. სპირტების დეჰიდრირებით მიიღება:
    პირველადიდან -ალდეჰიდი, მეორეულიდან -კეტონი
    პირველადიდან- კეტონი, მეორეულიდან- ალდეჰიდი
    მხოლოდ ალდეჰიდი
    მხოლოდ კეტონი
  16. ეთანოლი მიიღება ეთილენის:
    ჰიდრირებით
    ჰიდრატაციით
    პოლიმერიზაციით
    დეჰიდრირებით
  17. სპირტის სახელწოდების შედგენისას ნაჯერი ნახშირწყალბადის სახელში დაბოლოება იცვლება სუფიქსით:
    -ენ
    -ინ
    -ილენ
    -ოლ
  18. მოცემული ფორმულებიდან: 1. CH2OH –CH2– CH3 2. CH3 –CHOH – CH3 3. CH3 –CH2– CH2OH ერთიდაიგივე ნაერთია:
    1 და 2
    2 და 3
    1 და 3
    სამივე
  19. სპირტების მოლეკულათაშორისი დეჰიდრატაციის დროს მიიღება:
    ალკენები
    კეტონები
    მარტივი ეთერები
    ალდეჰიდები
  20. რომელია ნაჯერი ერთატომიანი სპირტი:
    С3Н8О2
    С5Н12О
    С2Н4О2
    С3Н6О
  21. რომელი არ არის მრავალატომიანი სპირტი:
    პროპანოლ-2
    გლიცერინი
    ბუტანდიოლი
    ეთილენგლიკოლი
  22. კაშკაშა ლურჯი ფერის ხსნარის წარმოქმნა სპილენძ(II)-ის ჰიდროქსიდთან დამახასიათებელია:
    ალდეჰიდებისთვის
    ერტატომიანი სპირტებისთვის
    მრავალატომიანი სპირტებისთვის
    ფენოლებისთვის
  23. რომელთან არ ურთიერთქმედებს პროპანოლ-2:
    ძმარმჟავა
    ნატრიუმი
    ბრომწყალბადი
    ჟანგბადთან
  24. ერთატომიანი ნაჯერი სპირტების მიღება შესაძლებელია
    ალკენების დაჟანგვით
    ალკენების ჰიდრატაციით
    კარბონმჟავების ესტერიფიკაციით
    ალდეჰიდების დაჟანგვით
  25. რომელ ნივთიერების მოლეკულებს შორის წარმოიქმნება წყალბადური ბმა:
    ბუტანოლი
    ფენოლი
    ბუტანალი
    აცეტონი

    

No comments:

Post a Comment